„ბი-ბი-სის“ გადამღები ჯგუფი ჩრდილოეთ კორეიდანაა დეპორტირებული

„ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი რუპერტ უინგფილდ -ჰეიზი და მისი გადამღები ჯგუფი ფხენიანში დააკავეს და ისინი ქვეყნიდან დეპორტირებულები იქნებიან. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურები ჰეიზს რვა საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ, რის შემდეგ ჟურნალისტს ოქმზე ხელმოწერა აიძულეს. ამის შემდეგ კი გადამღები ჯგუფი აეროპორტში წაიყვანეს.
როგორც „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი სტივენ ევანსი იუწყება, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ აშუქებდა „ბი-ბი-სის“ ჯგუფი ფხენიანის ცხოვრებას კორეის მუშათა პარტიის ყრილობამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები