გამთენიისას, ვაგზლის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „კოლხეთს“ ხანძარი გაუჩდა. შემთხვევის შედეგად სასტუმრო “კოლხეთის” შენობის პირველ სართულზე განთავსებული სასურსათო მაღაზიის 60კვ.მ ფართობი დაიწვა. არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.