სერგო რატიანი: პოლიტსაბჭოზე გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„ის გავიდა პარტიიდან და ეს ჩვენ მივიღეთ, როგორც ფაქტი. ჩვენი სიის ფორმირების პროცესი იქნება განახლების პროცესი. ჩვენი პარტიის არაერთმა ლიდერმა განაცხადა მზადყოფნა,  რომ სიის პირველი ნაწილი დავუთმოთ ახალ სახეებს, რათა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საარჩევნო სია დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი.
„ვაგრძელებთ სიის ფორმირების დემოკრატიულ პროცესს. დღეს იყო ერთ-ერთი ეტაპი და დასრულდება სავარაუდოდ 10 დღეში. პირველად საქართველოში, პარტიას ეყოლება დემოკრატიულად არჩეული კანდიდატები. ყველა რეგიონს აქვს საშუალება, წარმოადგინოს საკუთარი კანდიდატები. ჩვენ ამ სიით მოვიგებთ არჩევნებს“,-აღნიშნა რატიანმა.
პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ოფისში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
გიორი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დატოვა და განაცხადა, რომ პარტია დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბშვილს და დავით ბაქრაძეს დაუპირისპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები