გია უდესიანი: 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდი

გია უდესიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკას უკავშირებს. როგორც უდესიანის განცხადებაშია აღნიშნული, ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.
„მე, გიორგი უდესიანი, ვაპირებდი, მონაწილეობა მიმეღო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, კერძოდ, ჩემი მშობლიური კუთხიდან, მესტიიდან კენჭი მეყარა პარლამენტში დამოუკიდებელ მაჟორიტარად. აღნიშნული ცნობილი გახდა მოქმედი ხელისუფლებისთვის და მათი მარიონეტი პროკურატურის მეშვეობით განახორციელდეს პოლიტიკური ზეწოლა და ჩემი დაბლოკვა როგორც მაჟორიტარი კანდიდატისა. აღნიშნული ცალსახად დადასტურდა პროკურატურის წარმომადგენლის, ვინმე წიკლაურის მიერ გაკეთებული განცხადებით, სადაც თვალნათლივ ჩანს რომ კითხულობს აშკარად პოლიტიკურად შეთითხნილ ვითომდა ბრალდებას. ბრალმდებლის გამოსვლას აშკარად აკლდა თავდაჯერებულობა“, -ნათქვამია უდესიანის განცხადებაში, რომელიც გია უდესიანის დამ, ნატო უდესიანმა გაავრცელა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები