ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს
ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხზე სასაუბროდ თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა განუცხადა, საკრებულოს სხდომას იგი დეკემბერში, კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით ესტუმრება. მისივე თქმით, თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოლენებთან დაკავშირებით გამონაკლისს არ დაუშვებს.
„მივალ აუცილებლად, ოღონდ დეკემბერში. თბილისის მერი საკრებულოს წინაშე წარდგება წელიწადში ერთხელ კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეკემბერში წარვადგენ ანგარიშსაც და პასუხს გავცემ ყველა იმ კითხვას, რაც დაისმება. გამონაკლისს არ დავუშვებ“,-განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და მესამე სექტორი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვასა და თბილისის მერის მისვლას ითხოვს.