პრემიერმა ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გამართა

   პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს წევრებმა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ სამინისტროს ხედვა წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატყეო სექტორზე და მასზე მიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე, ასევე ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების გზებზე. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა დაცული ტერიტორიების განვითარებასა და მიწის რესურსებზე იმსჯელეს. ასევე ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების შემცირებისა და ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები