ფიქრია ჩიხრაძე: არჩევნების საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, არჩევნების საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
თუმცა ჩიხრაძე ვარაუდობს,რომ კონსულტაციები გაიმართება.
შესაბამისი კომენტარი ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
„მნიშვნელოვანია ორი რამ: ერთი, რომ ვიცოდეთ არჩევნების თარიღი და მეორე, დროულად ჩამოყალიბდეს საარჩევნო წესები“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არჩევნების თარიღთან ერთად ისაუბრებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის განხილული იქნება გერმანული მოდელი, რომელიც ოპოზიციამ მმართველ უმრავლესობას შესთავაზა.