ლევან ბერძენიშვილი: ნამდვილად ვიცი, რომ თაქთაქიშვილი, მინაშვილი, კანდელაკი შესაძლოა, ამ შემადგენლობაში აღმოჩნდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკაკი მინაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი კანდელაკმა დატოვონ.
აღნიშნული განცხადება ბერძენიშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძის წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
აქვე აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე ერთადერთია „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც საქმე აქვს გაკეთებული.
„ამ დაპირისპირების შესახებ ადრეც იყო ცნობილი. რომ გითხრათ, ღამე არ მძინავს მაგის გამო-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ საინტერესოა თავისთავად. ვაშაძე არის ერთ-ერთი, შეიძლება ერთადერთიც კი იმ წრიდან, საიდანაც არის, რომელსაც საქმე აქვს გაკეთებული. ის საქმე დღესაც ცოცხალია, ამიტომ ჩვენ ყურადღებით შევხედავთ იმას, რას გააკეთებს და როგორ. ვფიქრობ, რომ იგი მარტო არ არის „ნაცმოძრაობაში“. ნამდვილად ვიცი, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი და აკაკი მინაშვილი, შესაძლოა, ამ შემადგენლობაში აღმოჩნდნენ“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები