ზვიად ძიძიგური: ვაშაძის გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კრიზისია

ვაშაძის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კრიზისია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთკაციანი მმართველობაა.
”გიორგი ვაშაძე არ იყო ”ნაციონალური მოძრაობის” რიგითი წევრი, ის იყო ახალგაზრდა ლიდერი და მისი მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კრიზისია. ის, რომ ‘’ნაციონალურ მოძრაობაში’’ არის ერთკაციანი მმართველობა, არ არის ახალი – ეს ერთი კაცი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ დედიმისის შვილია და ”ნაციონალურ მოძრაობაში” რამე გაბედონ მისი სიტყვის გარეშე’’, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
კითხვის – არის თუ არა შესაძლებელი მმართველი პარტიის მხრიდან გიორგი ვაშაძესთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, – საპასუხოდ ძიძიგურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის თანამშრომლობაზე საუბარი არასერიოზულია.
”ჯერ კარგად წავიდეს და მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. ამ ეტაპისთვის რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი არასერიოზული მგონია”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ ”ნაციონალური მოძრაობის’’ დატოვებისა და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები