გია ვოლსკი: გიორგი ვაშაძის განცხადებაში გარკვეული სიმართლეა
„გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში გარკვეული სიმართლეა“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გიორგი ვაშაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ დაპირისპირება არსებობს, ეს საზოგადოების დიდმა ნაწილმაც იცის.
„აჟიოტაჟის მიზეზს ვერ ვხედავ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ დაპირისპირება არსებობს, ამას არამარტო მე, საზოგადოების დიდი ნაწილიც ადასტურებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გიორი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დატოვა და განაცხადა, რომ პარტია დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბშვილს და დავით ბაქრაძეს დაუპირისპირდა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას ახაგაზრდებთან ერთად გეგმავს.