ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ “ბრწყინვალე” სახეები ტოვებენ
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას ეხმაურება.
ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი არ აქვს.
„შეფასებები ზედმეტია. „ნაციონალურ მოძრაობას“ “ბრწყინვალე” სახეები ტოვებენ. რეალურად ამ პარტიას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. ხალხმა კარგად დაინახა, თუ რისი შემოქმედები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას და შემდეგ, ოპოზიციაში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.