ვის გამო დაინგრა მელაძის ოჯახი

   კონსტანტინე მელაძის ყოფილ მეუღლეს – იანა მელაძეს დღემდე არ შეუძლია მისთვის მუდმივი ღალატის პატიება, რომელიც მან დიდი ხნის განმავლობაში აიტანა. ყველაზე ძალიან კი მან კონსტანტინესა და მომღერალ ვერა ბრეჟნევას 10- წლიანი რომანი განიცადა.
როდესაც ქალს პირველი ეჭვი გაუჩნდა, თვალები არ დაუხუჭავს ამ ამბავზე. მან პირადად დაურეკა ვერას და უთხრა, რომ მას უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა მის ოჯახში, რაზეც ვერამ უპასუხა, რომ მის მეუღლესთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებდა.
5 წლის შემდეგ კი, 2013 წლის დასაწყისში, როდესაც მელაძეს ცხოვრების რთული პერიოდი დაუდგა, ბრეჟნევა მასთან სახლში დახმარების სურვილით მივიდა. იანამ მას ჰკითხა, რატომ დაუნგრია ოჯახი? რატომ გაუმწარეს მან და კონსტანტინემ ცოლქმრული ცხოვრების 10- წლიანი პერიოდი. მაგრამ ბრეჟნევამ გაამართლა რომანი მის ქმართან. ამის შემდეგ იანამ გადაწყვიტა, აღარ აეტანა ვერა ბრეჟნევასა და მისი მეუღლის რომანი და 2013 წლის 20 აგვისტოს კონსტანტინე მელაძესთან განქორწინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები