უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის სასწრაფოდ მინიჭებას ითხოვს
საქართველომ და უკრაინამ უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულეს, ამიტომ ამ ქვეყნებმა ვიზალიბერალიზაცია დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც მე ვამბობ „დაუყოვნებლივ“, სწორად ამას ვგულისხმობ. საქართველომ და უკრაინამ ყველა პირობა შეასრულეს და ამიტომ სავიზო რეჟიმი ახლავე უნდა გაუუქმდეთ“, – განაცხადა სიარტომ.
ეს განცხადება უნგრელმა მინისტრმა პრაღაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.