ესპანური კომპანია DERAZA IBERICO საქართველოში კახური ღორის ჯიშებით დაინტერესდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჰამონის მწარმოებელი, ცნობილი ესპანური კომპანია DERAZA IBERICO-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო.
კომპანია DERAZA IBERICO ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
ესპანური კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშებით და საერთაშორისო ბაზრებზე მათი კომერციალიზაციით არის დაინტერესებული.
DERAZA IBERICO-ს დელეგაციას კომპანიისდამფუძნებელი რეხინოდიაზ დელ რიოსა ხელმძღვანელობს. კომპანიის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. რეხინოდიაზ დელ რიოსა ქართული ღორის ჯიშების მოძიებას და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირებას გეგმავს.
საპარტნიოორო ფონდში გამართულ შეხვედრას საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია DERAZA IBERICO-ს მიერ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს.
ესპანური კომპანიის DERAZA IBERICO-ს დელეგაციის წევრები ქვეყნის რეგიონებში ვიზიტს, ფერმერებთან შეხვედრებსა და მეცნიერული კვლევის მიზნით ცნობილი ქართული ჯიშის ღორების შესყიდვას გეგმავენ.
საქართველოში DERAZA IBERICO-ს დელეგაციის ვიზიტი საპარტნიორო ფონდის მიერ ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრების დროს დაიგეგმა.ესპნური კომპანია DERAZA IBERICO-ს დამფუძნებელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძრვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ. ფონდის წარმომადგენლებმა ცნობილი ესპანურიჰამონისმწარმოებელი კომპანია DERAZA IBERICO მოინახულეს და საწარმოო პროცესი დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები