აშშ-ის საბრძოლო ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები საქართველოსკენ მოემართება

აშშ-ის არმიის ძირითადი საბრძოლო – „აბრამსის” ტიპის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო – „ბრედლის” ტიპის მანქანები – საქართველოსკენ „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისათვის მოემართება.
აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გავრცელდა.
„ღირსეული პარტნიორი”, 11-დან 26 მაისის ჩათვლით, ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართება.
წვრთნებში მონაწილეობას საქართველოს 500-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, ასევე გაერთიანებული სამეფოს 150 და აშშ-ის 650 სამხედრო”, – მითითებულია აღნიშნულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები