კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის ცვლილების შემდეგ კიდევ 400-მდე ხე მოიჭრება

„კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის ცვლილების შემდეგ კიდევ 400-მდე ხე მოიჭრება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გზა შინდისი, წავკისი, კოჯრის მიმდებარე ტერიტორიებს მნიშვნელოვნად განტვირთავს. როგორც კუბლაშვილმა განმარტა, გზის გეგმის შეცვლის შემდეგ არ შეცვლილა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ძირითადი ნაწილი. მისივე თქმით, ცვლილება მხოლოდ გზის ერთ მესამედს შეეხო. „პირველადი პროექტი რაც იყო, ის არის შეცვლილი და გზის ამ მონაკვეთში ღერძი გადავიდა მარცხენა მხარეს. ეს გზა განტვირთავს მიმდებარე ტერიტორიებს – შინდისს, წავკისს, კოჯორს. გაიჩეხება დახლოებით 400-მდე ხე. მუშაობის პროცესში ზუსტად გვეცოდინება, რა რაოდენობა მოიჭრება“,- განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები