პარლამენტმა ვახტანგ გომელაურს შესაძლოა, დახურულ ფორმატში მოუსმინოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტმა შესაძლოა, დახურულ ფორმატში მოისმინოს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ვოლსკის განმარტებით, უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენისას დეპუტატების მხრიდან დაისვა კითხვები, რასაც პასუხი დახურულ რეჟიმში უნდა გაეცეს.

„მოხსენების ძირითადი ნაწილი ჩვენ კომიტეტზე მოვისმინეთ. იყო კრიტიკული შენიშვნები. ვფიქრობ, მოხსენების ძალიან დიდი ნაწილი დახურულ რეჟიმში უნდა იყოს განხილული, გამომდინარე იმ შეკითხვებიდან, რაც დეპუტატებს კომიტეტის სხდომაზე ჰქონდათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური ამჟამად გრძელვადიან მივლინებაში იმყოფება და ჩამოსვლის შემდეგ მზად არის, პარლამენტში მოხსენებით მოვიდეს. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში 30 მარტს დაიგეგმა, თუმცა პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები