ნატოს ძალებთან დასაპირისპირებლად რუსეთი სამ ახალ დივიზიას ქმნის

ნატოს ძალების ზრდის პარალელურად, რუსეთი სამი ახალი დივიზიის შემნას გეგმავს. ორი დივიზია დასავლეთის და ერთი სამხრეთის სამხედრო ოლქში შეიქმნება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. შოიგუს თქმით, ეს ქვედანაყოფები წლის ბოლომდე შეიქმნება და ამჟამად მათი დისლოკაციის ადგილების მოწყობა მიმდინარეობს. თითოეულ დივიზიაში 10 ათასი ადამიანი შევა. მანამდე ნატოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში 4 ათას სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები