საქართველოს პარლამენტი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს პარლამენტი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ, რომელიც ემიგრანტი ქალებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, ინფორმაციას არ ფლობს.
დადებითი ემოციები გამოიწვია სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, შინამოსამსახურეებსა და ძიძებს, რომელთა უმეტესობა ემიგრანტი ქალია, ევროკავშირში ოფიციალური სტატუსი უნდა მიეცეთ და შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტს უკვე მიღებული აქვს.
როგორც „კვირასთან“ საუბარში, ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის და არც სტუმრის სტატუსით სარგებლობს, ქვეყანა ევროპარლამენტში გასახილველ საკითხებში არანაირი ფორმით არ მონაწილეობს და შესაბამისად, ევროკავშირი ვალდებული არ არის, რაიმე სახის ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ევროკავშირში განსახილვევლი საკითხების, ან უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გასაცნობად.
„არც პარლამენტს და არც ჩვენს კომიტეტს მსგავსი შეტყობინება არ მიუღია, თუმცა, ჩვენი დაინტერესების შემთთხვევეაში, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია“, – აღნიშნა პარლამენტარმა.
როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპელი დეპუტატების რეკომენდაციით, უნდა შემუშავდეს ადვილად სამართავი მოდელები, რომლებიც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ლეგალური ურთიერთობების დამყარებაზე იქნება ორიენტირებული. ეს კი ბოლოს მოუღებს არადეკლარირებულ და არასაიმედო დასაქმებას ოჯახებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები