თინათინ ხიდაშელი: ქართული ჯარი ახალი ქართული სახელმწიფოს სახელი და მისი მთავარი საყრდენია
„ქართული ჯარი ახალი ქართული სახელმწიფოს სახელი და მისი მთავარი საყრდენია“,- ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ღონისძიებაზე სამხედროებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჯარი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედია, მისი არსებობის გარანტი, მისი სახელი და დიდება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ჩვენს ქვეყანას ძალიან სასახელო, გმირობის მაგალითებით გამორჩეული ისტორია აქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი აწმყო. აწმყო, რომელიც დღეს აქ ამ სამხედროების ხელით, ამ სამხედროების გმირული ისტორიებით იბადება. აწმყო, რომელიც დღეს აქ, საქართველოში, იწერება“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა.