სანდერსმა ინდიანას შტატში ჰილარი კლინტონს გაასწრო

ვერმონტის შტატის კანდიდატმა ბარნი სანდერსმა, ამერიკული ტელეარხების ცნობით, ინდიანას შტატში გამართულ დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ჰილარი კლინტონს გაასწრო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სანდერსი ამ შტატში კლინტონს დაახლოებით 7 პროცენტით უსწრებს. ამასთანავე, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ერთ შტატში გამარჯვების წყალობით სანდერსი კლინტონს მაინც ვერ დაეწევა. ამჟამად კლინტონს 1758 ამომრჩევლის ხმა აქვს, ხოლო სანდერსს – 1069-ის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები