სენატორი ტედ კრუზი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა

ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა ინდიანას შტატში გამართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ის „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კამპანიას ეთიშება. „მე ვაცხადებდი, რომ გავაგრძელებ ბრძოლას იქამდე, ვიდრე აზრი ექნება ამ ბრძოლას. ახლა მე სინანულით უნდა ვაღიარო, რომ ეს გზა ჩემთვის დახურულია“, – განაცხადა კრუზმა.
ტედ კრუზი მილიარდერ დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი იყო „რესპუბლიკური პარტიიდან“. ახლა ტრამპი, ფაქტობრივად, ამ პარტიის ერთადერთი კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებზე. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხუთივე ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში გამარჯვებას მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები