ოდესაში ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)
ოდესაში, ტელეკომპანია „მეშვიდე არხის“ ჟურნალისტებს უცნობი პირები თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ტრავმატული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. ჟურნალისტი და ორი ოპერატორი სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ინციდენტი ტელეკომპანიის ოფისის შესასვლელთან მოხდა.
როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში სამი მამაკაცი მონაწილეობდა. ისინი ქალაქში “ჰონდას” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. უცნობმა პირებმა მიმალვა შეძლეს. ოდესაში მომხდარი ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები დაკავებულები არიან.