აზერბაიჯანი – თუ სომხეთი მთიან ყარაბაღს აღიარებს, ეს მოლაპარაკებას ბოლოს მოუღებს

აზერბაიჯანი დაემუქრა სომხეთს, რომ მთიანი ყარაბაღის აღიარების შემთხვევაში ის ერევანთან მოლაპარაკებას შეაჩერებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჰიკმეთ გაჯიევმა განაცხადა. ეს კომენტარი აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელმა სომხეთის პალამენტის მიერ 5 მაისს მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხის განხილვის კომენტირებისას განაცხადა.
„აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმის აღიარება იქნება „მინსკის ჯგუფის“ მიერ დაწყებულ სამშვიდობო პროცესზე ერევნის მიერ უარის თქმა“, – განაცხადა გაჯიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნოვრუზ მამედოვის თქმით, ერევნის ეს განცხადება „მორიგი პროვოკაციაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები