ორ დღეში ხმელთაშუა ზღვაში 113 ადამიანი დაიხრჩო
მიგრაციის საერთაორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხმელთაშია ზღვაში ორი დღის განმავლობაში 113 ადამიანი დაიღუპა. ისინი ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მთლიანობაში 30 აპრილს და 1-ელ მაისს ხმელთაშუა ზღვაში ოთხი ნავი ჩაიძირა. ერთ შემთხვევაში იტალიის სავაჭრო გემმა 26 ადამიანის გადარჩენა შეძლო. მთლიანად კი წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 1357 მიგრანტი და ლტოლვილი დაიღუპა. 29 593-მა ადამიანმა იტალიაში ჩასვლა შეძლო, ხოლო 154 862 მიგრანტი საბერძნეთში ჩავიდა.