რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის კათედრის გამგე მოკლული იპოვეს
რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის კათედრის გამგე საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სამართალდამცველ ორგანოებში შეატყობინეს. გამოცემის წყაროს ცნობით, 2 მაისს პოლიციას ქალაქ პოდოლსკის ერთ-ერთმა მკვიდრმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ნათესავი კავშირზე არ გამოდის.
როდესაც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები მოსკოვში მითითებულ ბინაზე მივიდნენ, იქ აღმოაჩინეს ქალის ცხედარი, რომელსაც გულმკერდის არეში დანით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამჟამად დაღუპულის ცხედარი ექსპერტიზაზე გააგზავნეს. პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ ქალმა თავი მოიკლა.