ესპანეთის სასამართლომ რუსეთის დუმის წევრის დაკავების ორდერი გასცა

ესპანეთის სასამართლო კოლეგიამ რუსეთის დუმის წევრის და ამ ქვეყნის კიდევ 11 მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა. გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა მოსამართლემ ხოსე დე ლა მატამ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კერძოდ, სიაში შეტანილია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, ვლადისლავ რეზნიკის და მისი მეუღლის, დიანა გინდინას, ასევე ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, ნიკოლაი აულოვის და საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, იგორ სობოლევსკის სახელები. ესპანელი მოსამართლე ხოსე დე მატა მაფიოზური დაჯგუფებების საქმეს იძიებს, რომლებიც ესპანეთში ფულს ათეთრებენ. მან განაცხადა, რომ ყველა ეს პირი საკმაოდ სერიოზულ დანაშაულში არის ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები