აზერბაიჯანში 6 ადამიანი დააკავეს
აზერბაიჯანის ზაქათალის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ექვსი ადამიანი დააკავეს. მათი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩინა. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ეს პირები ალიაბადის დასახლება პოლიციის განყოფილებაში ხელყუმბარის აფეთქების ფაქტზე იძებნებოდნენ. აფეთქების შედეგად უბნის ინსპექტორმა როვშან ვალიევმა სხეულის დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სააგენტო „აპას“ პოლიციაში განუცხადეს, ეს პირები რელიგიური შეუწყნარებლობის იდეების გავრცელებაში, ასევე თავის რიგებში ძალადობრივი გზით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვაში არიან ეჭვმიტანილები.