დიდ ბრიტანეთში მოსწავლეთა გაფიცვა გაიმართება
მომავალ კვირას ათასობით ბრიტანელი თავიანთ შვილებს სკოლაში არ გაუშვებს. ბავშვების მშობლები განათლების სისტემის ზოგიერთ წესს აპროტესტებენ. მშობლების საზოგადოებრივი მოძრაობა “Let our kids be kids”აცხადებს, რომ მათი შვილები დაწყებით კლასებში ძალზე დიდ დატვირთვას განიცდიან.
პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი სიახლე – ტესტირების სისტემა SAT გახდა, რომელიც ახალ პროგრამას დაემატა. ტესტები და ახალი პროგრამა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ის, რასაც ბავშვები აქამდე სწავლობდნენ. მშობლებს მიაჩნიათ, რომ ამის გამო ბავშვები დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან. ასოციაციას მაგალითები მოჰყავს, როდესაც ტესტირებაში ჩაჭრის გამო 6 წლის ბავშვები საკუთარ თავს „წარუმატებელ ადამიანს“ უწოდებდნენ.