თურქეთმა ევროკავშირს ვიზები გაუუქმა
თურქეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროკავშირი თურქეთს უვიზო მიმოსვლას დაუწესებს.
ცნობისთვის, ევროკომისია 4 მაისს თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მესამე ანგარიშს წარადგენს.