FBI-ის ყოფილმა აგენტმა 136 ათასი დოლარის მოპარვა აღიარა
FBI-ის ყოფილმა აგენტმა სკოტ ბოუმენმა 136 ათასი დოლარის მოპარვის ფაქტი აღიარა. ის ნარკოტიკების ბრუნვაში ეჭვმიტანილებისგან ჩხრეკის დროს ამოიღეს. სკოტ ბოუმენმა ეს თანხა 2014 წელს მოიპარა, როდესაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ოპერატიულ ჯგუფში შედიოდა. ფულის მოპარვის შემდეგ ბოუმენმა ორი სპორტული ავტომობილი შეიძინა, ცოლს პლასტიკური ოპერაცია დაუფინანსა და ლას-ვეგასში საყვარელთან ერთად გაისეირნა. ბოუმენმა აღიარა, რომ ფულის მოპარვის შემდეგ დოკუმენტების ფალსიფიცირება მოახდინა, ის ხელმძღვანელობას ყალბ ანგარიშებს წარუდგენდა და ხელმოწერებს აყალბებდა, რათა საქმე მიეჩქმალა. გარდა ამისა, მან პოლიციელს ყალბი ჩვენების მიცემასსთხოვა. ბოუმენი FBI-ში 10 წელი მუშაობდა.