ერაყში ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
ერაყში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, გერმანიაში მყოფმა პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედრო ერაყის ქურთისტანის ქალქ ერბილთან დაიღუპა.
ცნობისთვის, 2011 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან შეიარაღებული ძალები გამოიყვანა, მაგრამ 2014 წლის ზაფხულში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქვეყნის ჩრდიოეთ ნაწილში დიდი ტერიტორიის დაკავების შემდეგ, აშშ-მ ამ დაჯგუფებაზე საჰაერო იერიშები დაიწყო. გარდა ამისა, ვაშინგტონმა ერაყში სამხედრო მრჩეველები გააგზავნა, რომლებიც ერაყის ჯარის და უშიშროების ძალების მომზადებით არიან დაკავებულები.