ავღანეთში „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰაჯი ლალაა ლიკვიდირებული. ამის შესახებ გამოცემა Khaama Press იუწყება. სააგენტოს ცნობით, თალიბების „ჩრდილოვანი გუბერნატორი“ 43 „ბოევიკთან“ ერთად იყო ლიკვიდირებული. სპეცოპერაცია ავღანეთის ჯარმა და პოლიციამ ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ აპრილში „თალიბანმა“ ავღანეთის სამთავრობო ძალების პოზიციებზე გაზაფხულის შეტევის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები