„ისლამურმა სახელმწიფომ“ ბაღდადში ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტული აქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ორშაბათს ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი დაიღუპა. აპრილში ერაყის დდედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები