რომის და მილანის ქუჩებში ჩინელი პოლიციელები პატრულირებას განახორციელებენ

ჩინეთის პოლიციის ოთხი ოფიცერი განახორციელებს პატრულირებას იტალიაში, რომისა და მილანის ქუჩებში, რათა ჩინელმა ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ევროპაში წასვლამდე ამ პირებმა პეკინში სპეციალური კურსი გაიარეს, რომლის ორგანიზება იტალიელმა ჩინოვნიკებმა მოაწყვეს. ისინი იტალიურად საუბრობენ, მაგრამ ქალაქების პატრულირებას ჩინური პოლიციის ფორმაში განახორციელებენ რათა ჩინელმა ტურისტებმა ისინი იცნონ.
ცნობისთვის, იტალიაში ყოველწლიურად სამ მილიონამდე ჩინელი ტურისტი ჩადის. ანალოგიურ ღონისძიებას იტალიელი პოლიციელები ჩინეთში განახორციელებენ. ისინი შანხაისა და პეკინის ქუჩების პატრულირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები