კამჩატკაზე ვერტმფრენის კატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე კერძო ვერტმფრენის, „რობინსონ-44“-ის კატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ამჟამად კატასტროფის ადილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსეთის პროკურატურის ცნობით, შვეულმფრენი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 80 კილომეტრში ჩამოვარდა. პროკურატურა უსაფრთხოების წესების დაცვაზე შემოწმებას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები