აზოვისა და შავ ზღვებში რუსეთის სამხედრო ძალები მანევრირებენ

    რუსეთის ფლოტის სანაპირო დაცვის გემები და კატარღები აქტიურად მანევრირებენ. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო – სასაზღვრო სამსახური იუწყება. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეინიშნება რუსეთის ფლოტის სამი ხომალდი. შავი ზღვის ფლოტის კიდევ ორი გემი აზოვის ზღვის დასავლეთ ნაწილში იმყოფება. უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ვ. სიუმარის ინფორმაციით, საბჭომ უკრაინის აღმოსავლეთით საზღვრის მაქსიმალურად დაცვის ზომები მიიღო. იქ მთელი რიგი ღონისძიებები მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოში მიიჩნევენ, რომ რუსეთი შესაძლოა, დნესტრისპირეთის მხრიდან შეიჭრას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორის ევგენი პერებეინის განცხადებით, დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში რაზმების ფორმირება ხდება, რათა ისინი ოდესაში გადაისროლონ. ამასთან დაკავშირებით ოდესაში მესაზღვრეებმა მოლდოვას საზღვართან კონტროლი გაამკაცრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები