პრემიერ-მინისტრმა მართლმადიდებლურ სამყაროს აღდგომა სამებიდან მიულოცა (ფოტოკოლაჟი)

მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული და გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და საქართველოს გამთლიანება, – ამ სიტყვებით მიულოცა აღდგომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებლებს.
პრემიერი, მეუღლესთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
„ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ძალიან დიდი დღეა, ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომლებზეც ყურადღება პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში გაამახვილა.
„ყველაზე მთავარი, რითაც მთლიანად გამსჭვალული იყო ეპისტოლე, ეს არის თავმდაბლობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, საკუთარი თავის შეცნობის და თავმდაბლობის გზაზე გადის სხვისი არგანკითხვა და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს პატრიარქმა ქართველ ხალხს უთხრა. ეპისტოლე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პატრიარქმა ისაუბრა ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევისმინოთ მისი ეს ქადაგება“, – აღნიშნა პრემიერმა.
სააღდგომო ლიტურგიას სამების ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.
13043595_264144470597251_6325088519916643861_n 13043595_264144543930577_4771873493915278858_n 13083153_264144920597206_1440594076988029121_n 13083305_264144467263918_6708465358642707920_n 13087634_264144760597222_8609352928898985424_n 13094277_264144473930584_3417680520685514819_n 13095999_264144520597246_4170910862700842340_n 13096137_264144850597213_7128304058460995152_n 13102651_264144747263890_5138890225023175658_n 13124512_264144687263896_835032927883097071_n 13124979_264144917263873_5287474459268376360_n 13139347_264146317263733_7298098323791089575_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები