გიორგი მღებრიშვილი: ვისურვებდი, განახლებული ძალებითა და შემართებით დავდგეთ ქვეყნის სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.
შს მინისტრი სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღავლინა.
გიორგი მღებრიშვილმა აღდგომის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან ყველა პოლიციელს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მიულოცა: „თითოეულ ოჯახს სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და სიხარულს ვუსურვებ… განსაკუთრებით ვულოცავ პოლიციელებს! აღდგომა – ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ერთგვარი განახლების სიმბოლო. ვისურვებდი, განახლებული ძალებითა და შემართებით დავდგეთ ქვეყნის სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე,“- განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები