შიიტი დემონსტრანტები ერაყის პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

შიიტი დემონსტრანტები ე.წ. მწვანე ზონაში შეიჭრნენ, სადაც ერაყის პარლამენტი მდებარეობს. მათ პარლმენტის შენობაში რამდენიმე დეპუტატი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები მდინარე ტიგროსის სანაპიროზე შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მას შემდეგ დაიძრნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის რეფორმირების საკითხს პარლამენტი აღარ განიხილავს.
თვითმხილველების ცნობით, უშიშროების სამსახურის თაანამშრომლებმა, რომლებიც შენობას იცავდნენ, მომიტინგეები შენობაში უპრობლემოდ შეუშვეს და ისინი არც კი გაჩხრიკეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს და მასში ხუთ ახალ მინისტრს შეიყვანს, მაგრამ საკითხის განხილვა ბოლო მომენტში გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები