ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა 64 „ბოევიკი“ მოკლეს

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში ჩატარებული ოპერაცების შედეგად 64 „ბოევიკი“ მოკლეს.
ამის შესახებ სააგენტო Khaama Press ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სპეცოპერაციაში სახმელეთი ძალები და ავიაცია მონაწილეობდა. ავღანელ სამხედროებს შორის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ქალაქებზე გაზაფხულის შეტევის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ქაბულსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში რამდენიმე ტერაქტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები