“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო სიას ახალი პრინციპით დააკომპლექტებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, ყველა რეგიონს საკუთარი წარმომადგენელი, მაჟორიტარის გარდა, საარჩევნო სიაშიც ეყოლება.
ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
მისივე თქმით, პარტიის სიის წევრების არჩევაში ყველა რეგიონი და თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობას. საბოლოო სიის დამტკიცება კი პოლიტსაბჭოს წევრების მიერ მოხდება.
„საქართველო რეგიონებს, რაიონებს საკუთარი წარმომადგენელი, მაჟორიტარის გარდა, პარტიის პოლიტიკურ სიაშიც ეყოლებათ. კანდიდატების შერჩევისას სამი პრინციპი იქნება გათვალისწინებული და ამოსავალი წერტილი იქნება ხალხის ნდობა. ყველა რეგიონს ეცოდინება, რომ მათი წარმომადგენელი იქნება ის, ვისაც ყველაზე მაღალი ნდობა აქვს. მეორე ძირითად პრინციპი ახალი სახეები იქნება, რაც პარტიის განახლებისთვის აუცილებელია და მესამე პრინციპი ცენტრალური ოფისის და სამდივნოს როლი იქნება, რომელსაც ასევე ექნება კანდიდატების წარდგენის უფლება. მათი გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა მოუწოდა რეგიონულ ორგანიზაციებს, დაიწყონ მუშაობა საკუთარი კანდიდატების შერჩევაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები