ბალტიის ზღვაზე რუსული თვითმფრინავის მოქმედებას პენტაგონი პროვოკაციას უწოდებს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული ავიაგამანადგურებლის, „სუ-27“-ის მანევრმა ბალტიის ზღვაზე შეიძლება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გამოიწვიოს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბილ ურბანმა განაცხადა.
მან მომხდარს სახიფათო და არაპროფესიონალური ქმედება უწოდა, რასაც რუსული და ამერიკული თვითმფრინავების ეკიპაჟების წევრების სერიოზული ტრავმები შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
29 აპრილს რუსული ავიაგამანადგურებელი „სუ-27“ სერთაშორისო საჰაერო სივრცეში ამერიკულ თვითმფრინავს RC-135-ს 30 მეტრის დისტანციაზე მიუახლოვდა. შემდეგ კი რამდენიმე სახიფათო მანევრი განახორციელა.
„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ქმედებები აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობას იწვევს“ – განაცხადა ურბანმა და დაამატა, რომ რამდენიმე დღის წინ ანალოგიურ ინციდენტს შავი ზღვის აკვატორიაში ჰქონდა ადგილი, როდესაც რუსული თვითმფრინავი ამერიკულ საესკადრო ნაღმოსან „დონალდ კუკს“ სახიფათო მანძილით მიუახლოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები