კენიაში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

შვიდი ადამიანი დაიღუპა კენიის დედაქალაქ ნაირობიშო საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად. კენიის პოლიციის ინფორმაციით, ექვსსართულიანი სახლის ნანგრევებიდან სულ მცირე 121 ადამიანი გადაარჩინეს.
მაშველების განცხადებით, ნანგრევების ქვეშ კიდევ რჩება ხალხი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
სახლის ჩამონგრევის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, კოკისპირული წვიმები გახდა, რომლებმაც მეწყერი გამოიწვია.
როგორც ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, ნაირობიში შენობების ნახევარზე მეტი სტანდარტების დარღვევით არის აშენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები