ნადეჟდა სავჩენკომ ექსტრადირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები შეავსო

უკრაინელმა პილოტმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელსაც რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ექსტრადიციისთვის აუცილებელი დოკუმენტები შეავსო. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს.
„მე და ნადეჟდა სავჩენკომ დოკემენტები შევავსეთ, რაც უკრაინაში მისი ექსტრადირებისთვის არის აუცილებელი. განცხადებები რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსის კორნიენკოს სახელზე შევავსეთ“, – განაცხადა სავჩენკოს ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა.
ადვოკატის თქმით, ახლა სავჩენკოს გათავისუფლება რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები