მერკელი – დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენა აწყობს

იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩება, ეს მას ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებას მოუტანს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ასევე ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.
„მე ჩემს აზრს გეტყვით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ აყვავებული ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში“, – განაცხადა მერკელმა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან, მარის კუჩინკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კუჩინკისმა იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირს არ შეასუსტებს.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა 23 ივნისს ევროკავშირში წევრობაზე რეფერენდუმს ჩაატარებს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები დაახლოებით თანაბრად არის განაწილებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები