ირანში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ირანში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პირველი ტური 26 თებერვალს ჩატარდა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად 290-ადგილიან პარლამენტში 69 ადგილის ბედი უნდა გადაწყდეს. საუბარია იმ კანდიდატებზე, ვინც პირველ ტურში ხმათა 25% ვერ დააგროვა. არჩევნების შედეგები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ ტურში ვერც რეფორმატორებმა და ვერც კონსერვატორებმა დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. არჩევნების მეორე ტურში 136 კანდიდატი მონაწილეობს. ირანის 21 პროვინციაში კენჭისყრაში 19 მილიონამდე ამომრჩეველი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები