ირაკლი კობახიძე: IRI-ის კვლევები აცდენილია რეალობას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ იგი პარტიის შიდა კვლევასა და, ზოგადად, რეალობას აცდენილია. მისივე მტკიცებით, IRI-ის კვლევები რადიკალურად განსხვავდება პარტიის შიდა კვლევებისგან.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევის შედეგები და IRI-ის კვლევები აცდენილია მთლიანად როგორც ჩვენს შიდა კვლევას, ასევე, ზოგადად, რეალობას. მაგალითად, ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზოციები რომ ავიღოთ, კვლევები გვიჩვენებს, რომ ერთ დონეზე ვდგავართ, მაშინ, როდესაც ჩვენი შიდა კვლევა გვიჩვენებს, რომ არის რადიკალური სხვაობა პოზიციებს შორის. რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ რამდენჯერმე აღემატება ჩვენი მხარდამჭერთა რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობის“ რაოდენობას“,-განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები