ნორვეგიის სანაპიროსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა

ნორვეგიის სანაპიროსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელსაც ერთ-ერთ ჭაბურღილზე ხალხი გადაჰყავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია TV2 იუწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზღვაში ადამიანები იმყოფებიან. ავარია ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქიდან, ბერგენიდან დასავლეთით მოხდა. ნორვეგიის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები