ლავროვი – ნატოში შვედეთის გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთის პასუხი ადეკვატური იქნება

ნატოში შვედეთის გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთის პასუხი ადეკვატური იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შვედურ გამოცემა Dagens Nyheter-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ შვედეთი ნატოში შევა, ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიფიქრებთ, რომ ის ჩვენზე თავდასხმას გეგმავს. თუმცა ვინაიდან შვედეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა უკვე ნატოს მეთაურობას დაექვემდებარება, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, ჩრდილოეთის მიმართულებით შესაბამისი სამხედრო-ტექნიკური ზომები მივიღოთ. საზღვრის მეორე მხარეს იქნება ბლოკი, რომელიც რუსეთს საკუთარი თავისთვის საფრთხედ მიიჩნევს“, – განაცხადა ლავროვმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი პატივს სცემს ნებისმიერი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმით დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება. მან ასევე დაამატა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა უნდა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები